ორცვის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდიკო ბერიძემ izrune.ge -ს ნასწავლის გამეორებისა და გააზრების ოლიმპიადაში პირველი ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ნოდიკო ბერიძე izrune.ge -ს მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს. ამჯერად, მან ნასწავლის გამეორების და გააზრების ოლიმპიადა ბრწყინვალედ გაიარა და პირველი ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.