
აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში მოსწავლეები ინტერესით ჩაებნენ და ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს. „ჩვენ გვიყვარს ყველა ბავშვი“, - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
იხილეთ ფოტოები: