ლეღვანის საჯარო სკოლის წიგნიერების კლუბი „ნაბუ“ საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობს
04-04-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების კლუბი „ნაბუ“ ჩამოაყალიბეს.

კლუბის დამაარსებელი მოსწავლეები - მარიამ ბურჯანაძე, საბა შარიქაძე, მარიამ ვეფხვაძე, ბარბარე მაღრაძე და თაკო შარიქაძე არიან.

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ერთვებიან. კლუბი ამჯერად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტ - „ყველაზე წიგნიერს“, შეუერთდა და თავი წარმატებით წარმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ კლუბი მე-3 ტურში გადავიდა და 50 გუნდიდან ათეულშიც მოხვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს პროექტი მოსწავლეებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინებსა და კონკურსებში, შეხვდნენ ცნობილ ავტორებს და ლიტერატურულ ღონისძიებებში ჩაერთონ.

პროექტის მიზანია მოსწავლეების ინტერესის გაჩენა და გაღრმავება ლიტერატურისადმი, კითხვის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება.

„ვულოცავთ „ნაბუს“, შემდეგ ეტაპზე გადასვლას და უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ ფინალურ ტურში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203