
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებები აქტიურად ეწყობა.
მათ შორის, აღსანიშნავია საგაზაფხულო ღონისძიება, სადაც მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ბავშვებმა საზეიმო ვითარებაში, საგაზაფხულო თემატიკით გაფორმებულ სცენაზე და სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილებმა, პედაგოგებსა და მშობლებს გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს.
პატარებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ემოციების გამოხატვას დიდი ყურადღება ეთმობა.