ზიკილიის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი გაიმართა
04-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანები“, მოეწყო. მასში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ ღირსეულად იასპარეზეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კონკურსი ერთ ეტაპად ჩატარდა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „ნაპერწკალი“. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა საინტერესო კითხვებს უპასუხეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203