„მომავლის ბიზნეს სკოლის“ მე-9 კლასის მოსწავლეები მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ
ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, ისინი სხვადასხვა სახის ლიტერატურას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ, რაც მათი წარმატებული მომავლის საწინდარია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში ხშირად ერთვებიან და სკოლას ასახელებენ.
ამჯერად, მეცხრეკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ქეთევან კვესიტაძის ხელმძღვანელობით, პოეტ მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიება ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: