იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
არის მნიშვნელოვანი სიახლეც - ლაგოდეხელი საზოგადოების მხარდაჭერით, სკოლას მალე „მუსიკალური სივრცე“ ექნება. ამ ფაქტით სასკოლო საზოგადოება ძალიან გახარებულია.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამატებითი მოტივაცია მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ასე სკოლა თანამედროვე სტანდარტებს კიდევ უფრო უკეთ მოერგება.
„კიდევ ორი მნიშვნელოვანი სიკეთის მომტანი პროექტი განხორციელდება ლაგოდეხელი საზოგადოების მხარდაჭერით, წარმატებები თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: