
დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
ამჯერად პედაგოგმა, ნინო ზუბიტაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი, სახელწოდებით - Save the planet.
მოსწავლეებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო მაკეტი და კედლის გაზეთი დაამზადეს.
სამუშაო პროცესში, ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, პრაქტიკულ სამუშაოზე მუშაობა მათთვის სახალისო და მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება და საგაკვეთილო პროცესის ორიგინალური აქტივობებით გაჯერება.
იხილეთ ფოტოები: