„გზა ჯანმრთელობისკენ“ - დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „გზა ჯანმრთელობისკენ“, ხორციელდება.
მის ფარგლებში, ყოველი აქტივობა გეგმის მიხედვითაა გაწერილი. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - თეა კოზმავასა და მაია კახაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, გამართეს. მათ ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და პოსტერებზე გადაიტანეს.
პრეზენტაციის მიზანი იყო:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება;
- მავნე ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემების დასაბუთება;
- პრობლემის აღმოჩენის, გადაწყვეტილების მიღების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„იყო გულწრფელი ემოციები, მოზარდები აღფრთოვანებით საუბრობდნენ იმაზე, რომ სრულიად ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვისთვის თქვენ არა მხოლოდ უნდა შექმნათ ჯანსაღი ჩვევები თქვენს რუტინაში, არამედ უნდა მოერიდოთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს: ალკოჰოლს, თამბაქოს, ნარკოტიკს, სტრესის ან შფოთვას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: