ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობას მონდომებით ასრულებენ.
ამჯერად, მათ, მასწავლებელ ინგა გორგაძის ხელმძღვანელობით, თოჯინების თეატრი - „წითელქუდა“, დადგეს. მათ უნარები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებასა და მოტივირებაზე პედაგოგი ინგა გორგაძე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი თანამედროვე მიდგომებს იყენებს.
„ბავშვებს უვითარდებათ: შემოქმედებითი ნიჭი, სიკეთის, სიყვარულის,სილამაზის აღქმა, უჩნდებათ სურვილი რაიმე ახალის შექმნისა, კეთებისა....
თეატრალური წარმოდგენაში, რომელშიც თვითონ მონაწილეობენ - ბავშვები მღერიან, ცეკვავენ, მსახიობობენ, ხატავენ, თოჯინებს ამზადებენ და თამაშობენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: