საძელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
04-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ.
ალინა ოგანესიანმა და ბაგდასარ ოგანესიანმა ოქროს მედალი, ხოლო რობერტ სიმონიანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები იყვნენ. შემდგომ კი, სამივე მათგანმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს