„დედამიწა ჩვენი საზრუნავია“- ხიზაბავრის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს
04-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა „დედამიწის საათის“ შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პოსტერი - „დედამიწა ჩვენი საზრუნავია“, შექმნეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, საკითხის გარშემო ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203