
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა განათლებაზე, ისე მათ განწყობასა და მოტივაციაზეც ზრუნავენ.
ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეებს თავი კომფორტულად აგრძნობინონ და ინტერესებზე მორგებული გარემო შესთავაზონ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი იამზე ხარაზია. მისმა მოსწავლეებმა დილა პოზიტივით დაიწყეს, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მასწავლებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: