„როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?“- ზენითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
04-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობელების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად კი, მათთან შეხვედრა თემაზე - „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“, გაიმართა. მასწავლებელი მშობლებს გაესაუბრა, მათ საკითხის გარშემო იმსჯელეს, გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს და ერთგვარი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
შეხვედრამ მართლაც ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს