შავღელეს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით აღნიშნეს
04-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, საინტერესო აქტივობები მოეწყო.

VI კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს კლასის წინაშე და საინტერესო კედლის გაზეთი დაამზადეს.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში და აუტიზმის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებს, პედაგოგი ზაირა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203