ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე, საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
04-04-2023

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღნიშნეს.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეა.

აღნიშვნას, მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებით გამოეხმაურნენ:

  • უყურეს ვიდეომასალას;
  • წარმოადგინეს PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია - „აუტიზმი და მისი სახეები“;
  • დაამზადეს პლაკატი - „შენ მარტო არ ხარ“;
  • საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს სასკოლო საზოგადოებას;
  • მიიღეს მონაწილეობა გამოკითხვაში - „მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ“.

გამოკითხვის საშუალებით გამოვლენილ საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს, ბიოლოგიის მასწავლებელმა და ღონისძიების ხელმძღვანელმა, მზია აბაშიძემ სიგელები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისის“, ადრეული განვითარების სპეციალისტი და ქცევის თერაპევტი ეკატერინე კვინტრაძე მიიწვიეს.

სტუმარმა, ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების განსაკუთრებით კი მშობლებისა და პედაგოგების როლი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საქმეში.

თერაპევტმა განსაზღვრა,  რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას ცოდნა ძალაა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობების მიზანი სასკოლო საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება იყო აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

„დიდი მადლობა სკოლის  დირექტორს, ბატონ რომან ჯაიანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და ქალბატონ ეკატერინეს მობრძანებისთვის... სტუმარს მადლობის სიგელი გადავეცით სკოლის სახელით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203