მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლაში, მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, გაკვეთილები ჩატარდა
04-04-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლას FinEdu -ს დესპანი ეწვია. სტუმრებმა გაკვეთილები III-IX კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს, სადაც ისაუბრეს ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ფულისა და ქართული ფულის ისტორიის, მისი მართვის, დაზოგვის მნიშვნელობაზე.

მათ ასევე გაკვეთილებზე კლიმატის ცვლილებების ტემპების შესამცირებლად ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აქტუალურობაზე გაამახვილეს ყურადღება და მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და გაკვეთილები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203