ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს საინფორმაციო პრეზენტაცია მიეძღვნა
04-04-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

2 აპრილს, სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნა.

სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ცნობიერების ამაღლების კუთხით და აღნიშნეს, რომ ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანი ვართ და მსოფლიოში ყველანი ერთი ქოლგის ქვეშ უნდა მოვექცეთ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203