ეშტიის N2 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
04-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პროგრამის „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში“, ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა უკვე ორი წელია, რაც ჩართულია პროექტში, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამართალდამცავი სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ერთად ატარებენ. 

ამ პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკა რეაბილიტირდა. გადაეცათ პრინტერი, ასფალტისთვის საღებავები, ფუნჯები და სპეციალური ფორმები. ამჯერად კი, სკოლამ სპორტული ინვენტარი მიიღო, რისთვისაც ყველას მადლობას უხდიან. 

„დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაცია PH International-ის CPI პროგრამის გუნდს ქალბატონ თინათინ ებანოძესა და თეა მხეიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203