ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
04-04-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის დიდი მონდომებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ეს თარიღები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ გარემოც არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ყველა გახარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203