დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
04-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, დავალება თემაზე - „მოგზაურობა“, რომლის ქვეთემაც „ჩემი სამშობლო“ იყო, მე-4 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს და დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.
მოსწავლეებმა ნამუშევრები სახლხინოში მდებარე დადიანების რეზიდენციის შესახებ შექმნეს, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხეკლასელთა ნამუშევრებმა მასწავლებლის მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს