ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ
04-04-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის უფროსკლასელები და მასწავლებლები - ნატალია ფრუიძე და კახი კახიძე ორი დღის განმავლობაში ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში - Batumi Book & Higher Education 2023 მონაწილეობდნენ.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, ისინი საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში ჩაერთნენ, სადაც საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203