შუამთას საჯარო სკოლის პედაგოგ აზა სართანიას ხელმძღვანელობით, ტიციან ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
04-04-2023
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის აზა სართანიას ხელმძღვანელობით, ტიციან ტაბიძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება პოეტის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მოსწავლეებმა პოეტის ტრაგიკულ ბედზე ისაუბრეს, წაიკითხეს როგორც ტიციან ტაბიძის, ასევე ის ლექსები, რომლებიც პოეტს მიეძღვნა. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

ღონისძიების მომზადებაში სკოლის დირექცია და ხელოვნების მასწავლებელი ნანა ნიკოლეიშვილი აქტიურად ჩაერთნენ.მას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203