თბილისის N103 სკოლის მეოთხეკლასელმა, ლიზი ლალიაშვილმა ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირში 1-ელი ადგილი დაიკავა
04-04-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში მონაწილეობენ, არამედ წარმატებას მის გარეთ აღწევენ. 

სწორედ ასეთი წარმატებულები არიან მე-4 კლასის (ხელმძღვანელი - ლალი თეთრაძე) მოსწავლე ლიზი ლალიაშვილი და ll კლასის მოსწავლე ანასტასია ილურიძე (დამრიგებელი - ვერიკო სარიბეკიანი), რომლებიც საერთაშორისო ტურნირში - ტანვარჯიში ყველასათვის, „თბილისი ჯიმნაესტრადა 2023“ მონაწილეობდნენ.

მეოთხეკლასელი - ლიზი ლალიაშვილი კონკურსში ნომრით: ჯგუფური „კრუელა“ მონაწილეობდა, სადაც 1-ელი ადგილი დაიკავა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203