წერეთელის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა „მგელი და კრავის“ მიხედვით, პროექტ-რეპორტაჟი მოამზადეს
04-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. 

მათ მასწავლებლები სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ. ამჯერად კი, საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, IV კლასმა  პროექტ-რეპორტაჟი ივანე კრილოვის „მგელი და კრავის“ მიხედვით შექმნა. მათი ხელმძღვანელი ლიდერი მასწავლებელი ეთერი კაპანაძე იყო. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამართლიანობა აღადგინეს. მათ იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება მოაწვყეს, იყო შემთხვევის ადგილიდან - კრავეთიდან, ჩართვაც. მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი წარმატებთ მოირგეს და საინტერესო პროექტი განახორციელეს. 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ მგელს და როგორია პაციენტი კრავის მდგომარეობა. დაზარალებული აღწერს, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ერთ-ერთმა მოსწავლემ საზოგადოებას ვითარება მგლის სასამართლო პროცესიდან გააცნო. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203