
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა პირველკლასელი ლუკა ხარძიანი, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარს და ლექსები ზეპირად იცის.
მას ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პედაგოგთან - ქეთევან ჩემიასთან, რომელთანაც მეგობრობს.
პედაგოგი მის შესახებ გვიამბობს:
„ზოგისთვის სიმდიდრე ფულია, ზოგისთვის სამშობლო და მეგობარი“... პოეტ მადონა კალანდიას ლექსიდან ეს სიტყვები ჩემს ლუკას გააზრებული აქვს, ამიტომაც არის ჩემი მეგობარი და მისთვის ისეთივე ძვირფასი მეგობარი ვარ, როგორიც ის არის ჩემთვის... ლუკას ისევ ისე უყვარს კითხვა, დაფაზე წერა და შოკოლადები და მისი მეგობარი ცდილობს, არცერთი არ მოაკლდეს...
ლუკამ, „დიდ“ ილიაზე, დედაზე, აფხაზეთის შესახებ და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები ზეპირად, უშეცდომოდ იცის, გარდა იმ მასალებისა, რასაც „მეგობრის ხათრით“ და სიზარმაცის „ჯინაზე“ სწავლობს.
ასეთ „მებრძოლ“ კაცთან ვინ არ ისურვებს მეგობრობას? მე პირადად ვამაყობ, რომ ლუკას მეგობარი ვარ და მინდა ეს ურთიერთობა გაგრძელდეს მანამ, სანამ ცოცხალი ვარ. ლუკას კი ვუსურვებ, გაუფრთხილდეს მეგობრობის ძვირფას ამ გრძნობას“, - აღნიშნავს მასწავლებელი ქეთევან ჩემია.
იხილეთ ფოტოები: