ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ოგანესიანის საინტერესო ღია გაკვეთილს ხარისხის განვითარების ჯგუფი დაესწრო
04-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ.
სომხური ენის მასწავლებელმა - მარინე ოგანესიანმა საინტერესო და აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარა, რომელსაც დაესწრო ხარისხის განვითარების ჯგუფი და სკოლის დირექცია.
გაკვეთილის თემა იყო - „სომეხი მწერლები და მათი შემოქმედება“.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს ცნობილ სომეხ მწერლებზე, მათ შემოქმედებასა და ღვაწლზე.
გარდა ამისა, გაკვეთილი მოიაზრებდა რიგი გრამატიკული საკითხების ცოდნის აუცილებლობას, რაც მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ლიტერატურასთან თანხვედრაში, როგორც ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი.
„სკოლის დირექცია უღრმეს მადლობას უხდის მარინა მასწავლებელს ღია გაკვეთილის ორგანიზებისთვის და ასევე გამოხატავს მადლიერებას სკოლის ყველა იმ პედაგოგის მიმართ, ვინც არ ზოგავს თავს, რათა სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს!“- აღნიშნავს ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს