„აზროვნებენ და ხუმრობენ მათემატიკოსები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სიცილის დღე აღინიშნა
04-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის კათედრის წევრი მასწავლებლები: ნ.ბაზაძე, ლ.სამნიაშვილი, თ.ჭოლაძე, ნ.ჯოხაძე, მ.წულაია მოსწავლეებთან ერთად, სიცილის დღეს შეუერთდნენ. მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეულის ბოლო აქტივობა - „აზროვნებენ და ხუმრობენ მათემატიკოსები“ ჩაატარეს.

„აღმოჩნდა, რომ მათემატიკოსებს აზროვნების შესაბამისი ხუმრობებიც ემარჯვებათ და თანაც მოსწრებული“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობა ასევე მოიცავდა ინტერაქტიულ სააზროვნო ბლიც-კითხვებს აუდიტორიასთან.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს მათემატიკოსებზე მსოფლიოში ცნობილი ხუმრობები გააჟღერეს.

„მათემატიკურ ენაზე“ სიყვარულის ახსნის მომსწრენიც გავხდით. დარდიმანდული სიმღერაც მათემატიკურად წარადგინეს. ფუნქციათა გრაფიკების ცეკვაც ვიხილეთ - იუმორი, მართლაც, რომ განტვირთვის კარგი საშუალებაა და ერთი კვირის ნაშრომის შეჯამებას ეს განტვირთვაც მოუხდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, რომელთა სახეებს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღიმილი დამშვენებოდათ.

„სკოლის დირექტორმა  ფაქიზო ფანჩულიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლის მათემატიკის ყველა  მასწავლებელი - ნათელა ბაზაძე, ლამარა სამნიაშვილი, თამილა ჭოლაძე, ნატო ჯოხაძე, მანანა წულაია აქტიურად იყო ჩართული კვირეულის ყველა აქტივობის ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებაში და ამიტომაც გამოიღო გუნდურობამ და კოლეგიალობამ დადებითი შედეგები. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე მოსწავლეს მაღალი პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203