ტყიბულის N6 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეები - ელენე კუბლაშვილი, ანანო აბესაძე და დემეტრე ქარქაშაძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის ნიჭიერი და წარმატებული წევრები არიან. ამჯერად მარტის შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.Izrune.ge ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ეს ელენეს მეცხრე, დემეტრეს მეოთხე და ანანოს მეშვიდე გამარჯვებაა ამ მოკლე დროში. საამაყო მოსწავლეებმა, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატებები დაუღალავი შრომით მოიპოვეს.
II
ა კლასის მოსწავლეთა მზრუნველი დამრიგებელი მათემატიკის პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო: