საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ექსპერტთა ჯგუფმა დაათვალიერა
04-04-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მრავალპროფილური ქართულ-თურქული დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება, რომელიც დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღიჭურვება ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მომხმარებელს შესთავაზებს მყუდრო, კომფორტულ გარემოს.

მრავალპროფილიანი დიაგნოსტიკური ცენტრი DAH დელეგაციამ დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა შიდა მარეგულირებელ და სამართლებრივ აქტებთან დაწესებულების ძირითადი და დამხმარე პროცესების შესრულების შესაბამისობა გადაამოწმა და პასუხსიმგებელ პიროვნებებთან ინტერვიუ გამართა.

ექსპერტთა ჯგუფმა ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გადაამოწმა ობიექტი.

როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, მრავალპროფილიანი კლინიკის შიდა პროცესების გაძლიერების მიმართულებით, სასურველი ხარისხის მისაღებად, ექსპერტებმა უსწრაფესად მიიღეს გადაწყვეტილება - 6 აპრილს შედგეს შეხვედრა ქალაქ სამსუნში, ქართულ და თურქ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამშენებლო პროცესში.

იხილეთ - ლია ბუკიას ინიციატივით, ზუგდიდში, კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება

სარეკლამო მასალა® 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203