თბილისის N72 სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა
04-04-2023

თბილისის N72 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძისძიება იმართება. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეც.

მოსწავლეები სლოგანის - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გაერთიანდნენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მატ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203