კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-6 კლასის მოსწავლეთა შორის ვიქტორინის IV ტური გაიმართა
04-04-2023
ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებასა და ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამიტომ სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის ვიქტორინის IV ტური ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ასტრიდ ლინდგრენის - „კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი“.
ეს ტურიც საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რასაც მოწმობს გუნდების მიერ მოპოვებული ქულებიც: