კუჭატნის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
04-04-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

კუჭატნის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნა.

სპეცმასწავლებლები, მოსწავებლებთან ერთად, ესტუმრნენ ბიბლიოთეკას, სადაც აუტიზმის შესახებ ლიტეტატურა და საინფორმაციო ბარათები მოიძიეს, გაეცნენ და გააცნობიერეს. 

ტექნოლოგიების ოთახში ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც მოსწავლეებმა იმსჯელეს და ისაუბრეს, რას მოიცავს და რატომ აღნიშნავს მსოფლიო აუტიზმის საერთაშორისო დღეს და რა დატვირთვა აქვს საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203