ახალშენის N2 სკოლის მოსწავლეები თხილნარის N1 სკოლაში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ
04-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.

კონკურსზე სკოლის VII კლასის მოსწავლემ - მარიამ გორგაძემ მონოლოგი „ნუკრის ჩივილი“ წარადგინა და 1-ელი ადგილი დაიკავა. III კლასის მოსწავლემ - ნატალი მოსიძემ კი ვაჟა ფშაველას ლექსი „ის ნუ გგონია ბიჭობა“ წაიკითხა, რისთვისაც მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.

კონკურსზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანი სწორედ მოსწავლეთა მხატვრულ - შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო. 

კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა პედაგოგები გახლდათ: მაყვალა ანანიძე, ნაირა შუშანიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203