ბერძენაულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სოფლის იუსტიციის სახლის ეზოში ხე დარგეს
03-04-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა სოფლის იუსტიციის სახლის ეზოში თავიანთი პირველი ხე დარგეს. პატარები გარემოსდაცვით აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სასკოლო ცხოვრებაში ერთი ფურცელი ჩაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე პედაგოგები ხშირად ესაუბრებიან. შედეგად კი, ისინი კარგად აცნობიერებენ, თუ რატომ უნდა მოუფრთხილდნენ და გაამწვანონ გარემო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203