თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ 
03-04-2023
თბილისის N192 საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული გაიმართა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მე-5 კლასის მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თემატიკაზე შედგენილი კროსვორდის ამოხსნაზე იმუშავეს.

მეხუთეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საკუთარი ცოდნა გამოსცადეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„აქტივობას მაღალი ინტერესი და მოტივაცია ახლდა თან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203