წყალტუბოს N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“  ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგა
04-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ (მეურვე ფიქრია გიორხელიძე), რომელიც დაარსდა 2011 წელს, დღემდე არაერთი კარგი, წარმატებული, საინტერესო აქტივობის მონაწილე თუ ინიციატორი გახლავთ, როგორც სასკოლო, ასევე საქალაქო, ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით. პროგრამა რომლის ფარგლებშიც კლუბმა დაიწყო ფუნქციონირება დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას, ამჟამად სამოქალაქო განათლების პროგრამის სახელწოდებით.

იმერეთის რეგიონში პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“.

29 მარტს, იმერეთში პირველად ჩატარდა სკოლა-ბიზნეს ფორუმი, რომელშიც შერჩეული 15 სკოლა, მათ შორის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

კლუბის წევრებმა - ლიკა მიქაბერიძემ, ნინი ბენიძემ, მათე ჩავჩიძემ (მე-10 კლასი ) ბიზნესფორუმზე წარმოადგინეს თავიანთი პროექტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ასევე მე-9 კლასის მოსწავლე მათე იობიძე და მე-8 კლასის მოსწავლე ერეკლე გედენიძე.

კლუბელები მონდომებით უყვებოდნენ მოწვეულ სტუმრებს თავიანთი იდეების შესახებ.

„თუ რამდენად დავაინტერესეთ ისინი ან მივიღებთ თუ არა გრანტს ეს მომავლის საკითხია, თუმცა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები, იდეის ირგვლივ მობილიზებული, ვთვლით, რომ დიდი გამარჯვებაა. მადლობა, სამოქალაქო განათლების პროგრმას, ბატონი ნუგზარ კოხრეიძის არაჩვეულებრივ გუნდს ზოგადად თანამშრომლობისათვის და კონკრეტულად ბიზნეს-ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. მადლობა პროგრამის დირექტორს საქართველოში ქალბატონ მარინა უშვერიძეს იმისათვის, რომ ზრუნავს მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობისათვის და იმისათვის, რომ ყოველთვის დგას მასწავლებელთა დახმარებისა და აღიარების სადარაჯოზე“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203