სიონის საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „არიადნის გორგალი“ დაიდგა
03-04-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო გელაშვილის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული წარმოდგენა-სპექტაკლი „არიადნის გორგალი“ გაიმართა.

სპექტაკლში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარმოდგენით ბავშვებმა ბერძნული მითოლოგიის არსი და ხატოვანი ფრაზა „არიადნის გორგალი“ გაითავისეს. 

მოსწავლეებმა სპექტაკლზე შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

მსგავსი ღონისძიებებით მოსწავლეებს მოტივაცია და ცოდნა უმაღლდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203