ტყიბულის N6 სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ექიმმა - თამარ ცქიფურიშვილმა X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა
03-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფროვანებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, ქიმიის პედაგოგის, ცისანა ქოქოსაძის ორგანიზებით, X-XI კლასელებისათვის ლექცია - „ალკოჰოლიზმი და ნარკომანია“, ჩატარდა.
ლექცია სკოლის კურსდამთავრებულმა, ექიმმა თამარ ცქიფურიშვილმა წაიკითხა. მან მოსწავლეები დაატრენინგა და ასწავლა, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი დახმარება დაზარალებულს.
ლექციას საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები და დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე ესწრებოდნენ. პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცნობიერება აიმაღლეს და შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ.