მურჯახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
03-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში  ელმირა მარგარიანის  ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „დედის დღე და გაზაფხული ერთად მოგვილოცნია!“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე დედებს ლექსები, სიმღერები, მიუძღვნეს. მშობლები მისალოცი ბარათებით, საჩუქრებით გაახარეს და ასე მიულოცეს მათ 3 მარტი.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203