ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული პროგრამის - „გიდის ხელოვნება“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ორთვიანი კურსი გაიარეს.
მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, კავიანის ციხე, გონიოს ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ავალიანების მარანი მონახულეს და ახლად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოსცადეს. ბოლოს კი მე-8 და მე-9 კლასელები პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა მასტერკლასებში ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: