ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
03-04-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები - ანა ქორჩილავა, ლიზი ლეკვეიშვილი და რუსუდან თოფურია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერებით საზეიმო ვითარებაში დასაჩუქრდნენ. მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო აბაშის მერმა, გიგა გაბელაიამ რესურსცენტრის წარმომადგენელ კობა გაბელაიასთან ერთად გადასცა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203