„იავნანამ რა ჰქმნა?“ -  ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს
03-04-2023
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?“ მიხედვით, კოსტუმირებული ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს.

მაგდანას როლი მოსწავლემ ელისო მელაძემ, ზურაბ ქართველაძე - გეგა ჯაყელმა, ქეთო - მარია აბულკაძემ,  გამდელი - ლანა მელაძემ, ორი ბაჯაჯღუნა ლეკი-ლიზი მელაძემ და თეონა ირემაძემ, ნაიბი- გეგა ჯაყელმა ნაიბის ცოლი კი ლანა მელაძემ გაითამაშეს. 

აღნიშნულ სპექტაკლს მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოსწავლეთა შემოქმედებითმა ნიჭმა და შესაძლებლობებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაისამხურა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავამხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203