ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორ მარინე ტაბატაძის მორიგი ჯილდო და გამოწვევა, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდა
03-04-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ის ისეთი სკოლის ხელმძღვანელია, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება და არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვება. 

ამჯერად, დირექტორმა მორიგი ჯილდო მოიპოვა. ის 2023 წლის International Influencer Award-ის გამარჯვებულია. მარინე ტაბატაძეს ამ წარმატებას სკოლაში ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორი მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან წარმატებით იყენებს. შედეგად კი, სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. ის მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე დადებითად აისახება.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203