დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გოდერძი ჩოხელისა და დავით კლდიაშვილის 2 წიგნი შეემატა
03-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებული გარემოა შექმნილი.
სკოლის დირექცია და მოსწავლე-მასწავლებლები ბიბლიოთეკის წიგნებით გამდიდრებაზე ზრუნავენ. ამჯერად, სკოლაში ორი წიგნი - გოდერძი ჩოხელისა და დავით კლდიაშვილის მოთხრობები შეიძინეს.
წიგნებმა ბიბლიოთეკაში ბინა უკვე დაიდეს, ისინი მომავალი თაობის განათლებას მოხმარდებიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის ყველაფერს აკეთებენ.