ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გამართეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან მოვლენებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
რასაკვირველია, გამონაკლისი არ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესო პრეზენტაცია - „დაუნს სინდრომი“, მოამზადეს. მათ ამ დღის ისტორიასა და ზოგადად, სინდრომზე ვრცლად ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი სვეტლანა ცოციკიანი იყო.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: