ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-04-2023

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის გაკვეთილზე საინტერესო პროექტი განახორციელეს.

პროექტის სახელწოდება -„мой любимый город“, გახლდათ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, საყვარელი ქალაქის მოდელი შექმნეს, ასევე პლაკატები დაამზადეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.

მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა განხორციელებული აქტივობები, ისინი სამუშაო პროცესში, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტს რუსული ენის პედაგოგი თამილა ბაზანდარაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203