ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეთა ქართული ენის შთამბეჭდავი გაკვეთილი
03-04-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე პროექტებსა და პრეზენტაციებს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენის ღია გაკვეთილი თემას - „მე ორი სამშობლო მაქვს“ მიეძღვნა. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კლასში მათ შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
მათ ასევე სახალისო კროსვორდები შეავსეს, კედლის გაზეთი შექმნეს და სამშობლოს შესახებ თავიანთ გრძნობებსა და დამოკიდებულებაზე ისაუბრეს.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს