ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
03-04-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა შემოქმედებით უნარების გაუმჯობესებასა და წარმოჩენას დიდ ყურადღებას აქცევენ.  

დაწყებითი კლასებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ნანი თოთლაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში შთამბეჭდავი გამოფენა მოეწყო.

დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებმა, გაზაფხულის მობრძანების, დედის დღისა და რვა მარტის აღსანიშნავად, მრავალფეროვანი პეიზაჟური ნამუშევრები შექმნეს.

პატარების ნამუშევარი მნახველებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა, ბავშვებმა ზღაპრული გაზაფხული, ჰარმონიული ფერთა გამითა და ინდივიდუალური წარმოსახვით დახატეს.

ასევ მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედის დღე და რვა მარტი დედებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203