უჩმანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, გაკვეთილი საინტერესოდ დაიწყო
03-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

სწორედ ამ მიზნით, გაზაფხულის პირველი თვის ბოლო, თოვლიანი დღე, მოსწავლეებმა ჟრიამულში გაატარეს.

სკოლაში, პედაგოგთა მხარდაჭერით, გაკვეთილი ორიგინალური ენერჯაიზერით დაიწყო.

მოსწავლეებმა თოვლის ბაბუა ააწყვეს, ქუდით, შარფითა და აქსესუარებით შეამკეს და მასთან ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა განწყობა მათი სასწავლო პროცესში ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203